"ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები დასრულდა
"ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები დასრულდა
17:24 25.02.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ "ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები დასრულდა.
 განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში პროექტების კონკურსში - "საქართველოს ოკუპაციის ეპიზოდები 1921 წლიდან დღემდე" გამარჯვებული სკოლებისა და მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
განათლების სამინისტრომ გამარჯვებული სკოლები დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვა.
"ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით თბილისის 48-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის, ავთანდილ სოფრომაძის ნაშრომი "სისხლიანი აგვისტო" დაიბეჭდა. ნაშრომი ისტორიული ხასიათისაა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ეხება.

ბეჭდვა