ზურაბ პატარაძემ სოფელ ვაშლოვანში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ბინები გადასცა
 ზურაბ პატარაძემ სოფელ ვაშლოვანში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ბინები გადასცა
17:25 24.07.2017
ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე იმყოფებოდნენ. სტუმრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან და ზემო აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, სოფელ ვაშლოვანში მდებარე ახალაშენებულ სოციალურ სახლში 59 სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცეს. ხელისუფლების წარმომადგენლები იგორ მახარაძეს ახალგადაცემულ ბინაში ესტუმრნენ, ოჯახი დალოცეს და წარმატებები უსურვეს.
შეგახსენებთ, რომ 72 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკომონიკის სამინისტროს დაკვეთით აშენდა. ტერიტორიაზე სულ სამი 6 სართულიანი შენობაა განთავსებული. პროექტი ბიუჯეტიდან 3,5 მილიონი ლარით დაფინანსდა.
ბეჭდვა