დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
09:50 26.07.2017
დედაქალაქის გარკვეულ უბნებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, გომარეთის შესახვევის, კაკაბეთის, წალენჯიხის, მესხეთის, ხარაბაძის, კოპცოვის, ბუცხრიკიძის, ტატიშვილის, ფოთის, ქუთაისის, ვახუშტი ბაგრატიონის, დავით ბაქრაძის, ვიწრო ჩიხის, ქვემო გომის ჩიხის, ასკანის ჩიხის, ბეთლემის, თუმანიანის, გომის, ასკანის, მეუნარგიას, ვეშაპურის, გრომოვის, ცოტნე დადიანის, ლალიონის, ზაქრაძის, ჯვარედინის, ფურცელაძის, ათონელის, მტკვრის და ტელეგრაფის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 13 საათამდე ვერ მიირებენ ელექტროენერგიას სიონის და კოტე აფხაზის ქუჩების, 10 საათიდან 13 საათამდე აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების და იუმაშევის ქუჩის, 11 საათიდან 17 საათამდე კახეთის გზატკეცილის და ქიზიყის ქუჩის,
10:30 საათიდან 13:30 საათამდე ცინცაძის, სანერგეს და სვანეთის ქუჩების, 11:30 საათიდან 17 საათამდე ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის და ანაპის 414 დივიზიის ქუჩის, 14:30 საათიდან 17 საათამდე ნიკო მარის, ცინცაძის, ხევსურეთის, სვანეთის, ეროსი მანჯგალაძის, ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის და ლეჩხუმის ქუჩების, 10 საათიდან 16 საათამდე დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის, ზურაბ ანჯაფარიძის და პეტრე ქავთარაძის ქუჩების, 11 საათიდან 17 საათამდე ფუნიკულიორის პლატოს, ზედა პლატოს და სოფელ ოქროყანის, 13 საათიდან 16 საათამდე სოფელ დიდების, კვესეთის, ზემო ბეთანიის, კოჯრის (ნაწილობრივ) და კიკეთის,
11 საათიდან 18 საათამდე გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის, 12 საათიდან 13 საათამდე სამხედრო ქალაქი 9, სამხედრო ქალაქის 10, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, შირაქის, სპანდარიანის, დოდაშვილის და საექიმოს ქუჩების, ხოლო
11 საათიდან 18 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლები.

ბეჭდვა