დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
09:50 25.07.2017
თბილისის გარკვეულ დასახლებებსა და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის, სოფელ დიღომის, მერვე ლეგიონის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, დიღმის მასივის III კვარტლის, პაოლო იაშვილის, ინგოროყვას, ჩაიკოვსკის, ლაღიძის, ბელიაშვილის, ლუბლიანას და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

10:30 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გურამიშვილის გამზირის, მექანიზაციის, თორნიკე ერისთავის და არალეთის ქუჩების, 11 საათიდან 17 საათამდე მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, სადგურ ლილოს, ლილოს დასახლების, სოფელ დიდი ლილოს, იუმაშევის, რკინიგზის, მაისურაძის და თვალჭრელიძის ქუჩების, 11 საათიდან 11:30 საათამდე ალექსანდრე ჭავჭავაძის, მესხის, ლიხის, ვეძინის, თხინვალის და ჩაბალის ქუჩების, 11:30 საათიდან 12 საათამდე ძმები კაკაბაძეების, ბარნოვის და გურიის ქუჩების, 12 საათიდან 12:30 საათამდე აბაკელიას ქუჩის, 11 საათიდან 17 საათამდე იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის,
10 საათიდან 16 საათამდე დაბა წყნეთის, ხოლო 10 საათიდან 16 საათამდე თამარ მეფის გამზირის, ფოცხვერაშვილის, წინამძღვრიშვილის, სურამის და ნინოშვილის ქუჩების მაცხოვრებლები.
ბეჭდვა