მიმდინარე წლის 24, 25 და 26 ივლისს, დილის 11.00 სთ-დან საღამოს 19.00 სთ-მდე და საღამოს 23.00სთ-დან დილის
08.00სთ-მდე წყალმომარაგება თბილისის გარკვეულ ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია ჯივიპი-ს ინფორმაციით, შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილის, ნუცუბიძის მიმდებარე ქუჩებს, ასევე ნუცუბიძის და ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, კეკელიძის, მცხეთის და მიმდებარე ქუჩებს შეეხება.
გარდა ამისა, 24-იდან 26 ივლისის ჩათვლით 17.00 სთ-დან მომდევნო დღის 13.00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ბაგებს, წყნეთს და კიკეთს.
