ზურაბ პატარაძემ ახალი სასტუმრო “Best Western Plus Batumi” გახსნა
ზურაბ პატარაძემ ახალი სასტუმრო “Best Western Plus Batumi” გახსნა
12:50 23.07.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, დღეს ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “Best Western Plus Batumi” გახსნა.

6-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. ახალი სასტუმროსთვის 5,000,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მშენებლობაზე 100 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო დღეიდან 40-მდე ადგილობრივი კადრი დასაქმებდა. შენობაში განთავსებულია 50 სასტუმრო ნომერი, ლობი ლაუნჯი, კაფე ‘Terrace 7 Bar’ სასტუმროს ტერასაზე, საკონფერენციო დარბაზი და ღია აუზი.

„დღეს ჩვენ ერთად ვზეიმობთ კიდევ ერთ წარმატებულ პროექტს ბათუმში. ძალიან მიხარია, რომ მაღალი კლასის სასტუმრო გაიხსნა. Best Western Plus-ი გემოვნებით შესრულებული ინფრასტრუქტურაა. მინდა მივულცო ყველას. ჩვენ ყოველკვირეულად ვხსნით სხვადასხვა სასტუმროს და ობიექტს. მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის განვითარებას,“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

“Best Western Hotels & Resorts მსოფლიოში სასტუმროების ყველაზე დიდ საერთაშორისო ქსელს წარმოადგენს, რომელიც 4200-მდე კერძოდ ოპერირებულ სასტუმროს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ფლობს.

ბეჭდვა