აშშ–ის საელჩო აშშ-ის ვიცე-კონსულთან დღეს ვებჩატს გამართავს
აშშ–ის საელჩო აშშ-ის ვიცე-კონსულთან დღეს ვებჩატს გამართავს
13:08 29.06.2012
აშშ–ის საელჩო საქართველოში დღეს, 15:00 საათზე აშშ-ის საკონსულოს ოფიცერ ენდრიუ პარტინთან ვებჩატს მართავს.

სალეჩოს ინფორმაციით, ვებჩატის მიზანია, დაინტერესებულმა პირებმა საკონსულოს ოფიცერს დაუსვან კითხვები ამერიკის ვიზის, მწვანე ბარათის, აგრეთვე აშშ–ში სწავლის შესახებ.

ვებჩატში მონაწილეობის მისაღებად, ინტერნეტ–მომხმარებელი უნდა ეწვიოს აშშ–ის საელჩოს „ფეისბუქს“ და დააჭიროს ბმულს, რომელიც მას ჩათის ფანჯარას გაუხსნის. ამ ფანჯარაში ინტერნეტ-მომხმარებელი ჩაბეჭდავს კითხვებს და წაიკითხავს პასუხებს. ვებჩატის ბმულია http://Statedept.connectsolutions.com/tbilisi. ბმული განთავსებულია აშშ–ის საელჩოს ფეისბუქზე: http://www.facebook.com/tbilisi.usembassy, აგრეთვე აშშ–ის საელჩოს ვებგვერდზე: http://georgia.usembassy.gov/ და აშშ–ის საელჩოს ტვიტერზე: @EmbassyTbilisi.

ბეჭდვა