ხულოს მინიციპალიტეტის იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში დღეს
მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა.
29 წარმატებული სპორტსმენი და 12 მწვრთნელი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობისგან ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდნენ. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ადგილობრივი მაყურებლის წინაშე მომღერლები "ნიკოლშოუ" და დავით არჩვაძე წარსდგნენ, რომლებიც გამგეობამ სპეციალურად ამ დღისათვის მოიწვია.
ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, გამგეობის, საკრებულოს, რესურსცენტრის და სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
