ვაკის რაიონის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეუწყდება
ვაკის რაიონის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეუწყდება
13:16 21.07.2017
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ვაკის რაიონის ნაწილს, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით წარმოებული ტექნიკური სამუშაოების გამო წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა დილის 11:00 საათიდან, ხვალ, 22 ივლისის, დილის 08:00 საათამდე იმოქმედებს.

კერძოდ, წყალმომარაგება თამარაშვილის, მოსაშვილის, ყიფშიძის და მიმდებარე ქუჩებს; ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს; ფალიაშვილის და აბაშიძის ქუჩების ნაწილს შეუწყდება.


ბეჭდვა