სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
 სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
10:02 21.07.2017
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი- სარფის(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 16-ე კმ-ზე არსებული ხიდის დაზიანების გამო, გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ301-კმ313 (ქალაქი ხობი) მონაკვეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი–ხორგა–ხობის საავტომობილო გზებზე.
ჭალადიდი–ხორგა–ხობის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ 60 ტონამდე მასის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.



ბეჭდვა