ქარელის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში,შიდა ქართლის გუბერნიისა და ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ხუცაიძემ შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანს მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელწიფო პროგრამის გაცნობა წარმოადგენდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაისვა შეკითხვები,რაზეც დამსწრე საზოგადოებამ მიიღო ამომწურავი ინფორმაცია.
