ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელის პირველმა მოადგილემ ნუგზარ
დაბრუნდაშვილმა,განათლების,კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ვასილ ბაქრაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი კობახიძემ ქარელის მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლის წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
სულ დაჯილდოვდა 23 წარჩინებული კურსდამთავრებული,აქედან 18 კურსდამთავრებულს გადაეცა ოქროს მედალი ,ხოლო 5- ვერცხლის.ასევე ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან საჩუქრად გადაეცათ წიგნები .
