დავით სერგეენკო: თერჯოლაში გარდაცვლილი ბავშვის საქმეზე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო მოკვლევას უკვე აწარმოებს
დავით სერგეენკო: თერჯოლაში გარდაცვლილი ბავშვის საქმეზე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო მოკვლევას უკვე აწარმოებს
15:48 19.07.2017
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, თერჯოლის კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის საქმის შესწავლას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები უკვე ახდენენ.
მისივე თქმით, ამ ფაქტზე მალე პირველადი განხილვა დაიწყება.
„ის რაც მოხდა, ბავშვის გარდაცვალება, რა თქმა უნდა, დიდი ტრაგდიაა და მე სამძიმარს ვუცხადებ ბავშვის ოჯახის წევრებს. დღეს დილით 10 საათზე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები უკვე ადგილზე იყვნენ და დაიწყეს შესწავლა. მე ვფიქრობ, რომ უმოკლეს ვადებში შესაძლებლობა გვექნება, რომ პირველადი განხილვა მოვაწყოთ. ესაა ერთ-ერთი კერძო კომპანია, ამაში ცუდი არაფერია არაა რომ კერძოა და არა სახელმწიფო, თუმცა დასკვნების გამოტანა ადრეა. უნდა დაველოდოთ დეტალურ შესწავლას , რომელიც, ვფიქრობ, რომ მალე იქნება“- განაცხადა სერგეენკომ.
თერჯოლაში არსებულ კერძო კლინიკაში, „თერჯოლამედი“-ში ოპერაციის შემდეგ 2,5 წლის გოგონა გარდაიცვალა. ახლობლების განცხადებით, მას ლავიწის ძვალი ჰქონდა მოტეხილი და ოპერაციაც სწორედ ამ მიზეზით უტარდებოდა.
გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები მომხდარში ანესთეზიოლოგს ადანაშაულებენ.

ბეჭდვა