მდინარე მტკვარის დონე თბილისში 1 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება
 მდინარე მტკვარის დონე თბილისში 1 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება
13:34 19.07.2017
სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, ორთაჭალჰესზე ხვალ გადაუდებელ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოები ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით განხორციელდება.

„ორთაჭალჰესზე“ ფარის სარემონტო სამუშაოები გაგრძელდება 1 დღის განმავლობაში, რაც გამოიწვევს „ორთაჭალჰესის“ 1 დღიან გაჩერებას. შედეგად, თბილისში, მდინარე მტკვარის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს.


სამუშაოების დასრულებისთანავე, „ორთაჭალჰესის“ სამუშაო პროცესი ჩვეულ რეჟიმში აღდგემა.


ბეჭდვა