თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს ცხელებით 62 წლის მამაკაცი მოათავსეს.
როგორც „ნიუსპრესს“ ინფექციურ საავადმყოფოში
განუცხადეს, მამაკაცს დაავადების უმძიმესი ფორმა აღენიშნება. მას დაავადების ფონზე ჰემორაგიები, კომატოზური მდგომარეობა, ჰეპატიტი, პნევმონია, თირკმლის უკმარისობა აღენიშნება.
მათი ინფორმაციით, პაციენტი ამჟამად, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მედიკოსების განცხადებით, მამაკაცი თბილისიდანაა, თუმცა სავარაუდოდ, ქართლში დაავადდა.
მათივე თქმით, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევაში, გადარჩენის მეტი შესაძლებლობა არსებობს, ხოლო მძიმე შემთხვევების დროს, დაახლოებით 40-50% შემთხვევაში შედეგი ლეტალურია.
საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელების რეგისტრირებული მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადება სპეციფიური ტკიპის კბენის შედეგად ვრცელდება.
