ბუნებრივი აირის ფასი რეგიონებში დაახლოებით 2 თეთრით გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს რომ გაზის
ტარიფი 57 თეთრამდე იქნება.
ახალი მონაცემი სემეკმა „სოკარ გაზ ჯორჯიასთვის“ დღეს დაადგინა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომპანიის გადაწყვეტილებითვე, თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი ნახევარი თეთრით მეტი იქნება.
