ხულოში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე ფართის გადაცემის კენჭისყრა გაიმართა
  ხულოში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე ფართის გადაცემის კენჭისყრა გაიმართა
09:13 18.07.2017
ხულოს მუნიციპლიტეტში სოფელ ვაშლოვანში მდებარე ახალაშენებულ სოციალურ სახლში 59 სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახზე საცხოვრებელი ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის პროცედურები დაიწყო.
ბინების განაწილება კენჭისყრის წესით ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელდა.
უახლოეს დღეებში შესაბამისი ბრძანების პროექტი მომზადდება და კომისიის მიერ შერჩეულ ოჯახებთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე საკუთრების ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაფორმდება. ბენეფიციართა განცხადებები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არსებულმა აჭარის ა.რ სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა. აღნიშნულმა კომისიამ 59 ოჯახზე ბინების გაცემის რეკომენდაცია გასცა.
2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართები ბათუმის, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოციალურ სახლებში სულ 338 ოჯახს გადაეცა.


ბეჭდვა