ხულოში აჭარული სიტყვების გამოფენა გაიმართა
ხულოში აჭარული სიტყვების გამოფენა გაიმართა
09:00 18.07.2017
ხულოში, დრამატული თეატრის ეზოში აჭარული სიტყვების გამოფენა გაიმართა, რომლის მთავარ მიზანს აჭარული დიალექტისათვის დამახასიათებელი სიტყვების მოძიება, დაფასება და პატივისცემა წარმოადგენდა. ასევე მოხდა მოხალისეთა კლუბის წარდგენა.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, „საქართველოს მოხალისის“ ფარგლებში გაიმართა. რომელიც თანამშრომლობისა და რეგიონალური განვითრების ქსელის მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს და რესურს ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბეჭდვა