დიმიტრი შაშკინმა უსინათლო აბიტურიენტი რეგისტრაციის გასავლელად მიიყვანა
დიმიტრი შაშკინმა უსინათლო აბიტურიენტი რეგისტრაციის გასავლელად მიიყვანა
10:11 29.06.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა უსინათლო აბიტურიენტი, თბილისის 202-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ესმა გუმბერიძე,   ტექნიკურ უნივერსიტეტში რეგისტრაციის გასავლელად მიიყვანა.

დღესვე, მინისტრი პირველი სესიის რეგისტრაციის პროცესსაც დაესწრო.
როგორც დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, სამინისტრო განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მიმართ ყოველთვის გამორჩეულ მზრუნველობას იჩენს და ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება.
ესმა გუმბერიძესთან ერთად, ერთიან ეროვნულ გამოცდებს მისი ხუთი თანაკლასელიც აბარებს, რომელთათვისაც საგამოცდო ტესტები ბრაელის შრიფტით მომზადდა.

ბეჭდვა