"არტ გენი 2017"-ის თბილისის ტურამდე ეთნოგრაფიული მუზეუმი კეთილმოეწყო
  "არტ გენი 2017"-ის თბილისის ტურამდე ეთნოგრაფიული მუზეუმი კეთილმოეწყო
09:00 17.07.2017
თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის მასშტაბით არსებული მწვანე და დასასვენებელი ღია სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება.

გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. ბოლო ათეული წლების განმავლობაში პირველად, მუზეუმში, დაახლოებით, 1 000 მ2 ფართობის გზა მოეწყო - დაიგო ერთფენიანი ასფალტის საფარი. გამოიცვალა ნათურები, ჩანაცვლდა ძველი და დაიდგა ნაგვის ახალი ურნები. მუზეუმში განთავსდა სკამები. მთელ ტერიტორიაზე განხორციელდა ხეების სხვლა-ფორმირება.

"არტ გენი 2017"-ის თბილისის ტურს ეთნოგრაფიული მუზეუმი 17 ივლისიდან უმასპინძლებს.

ფესტივალი თბილისის მერიის მხარფაჭერით ხორციელდება.


ბეჭდვა