ბაღდათში სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა
ბაღდათში სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა
11:14 15.07.2017
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტში აფხანაურის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა5 კმ-მდე მაგისტრალურ არხს, მოეწყო მილხიდები და წყალსარეგულაციო კვანძები. გაიწმინდა წყალმიმყვანი და გამანაწილებელი არხები ჯამში 3,2 კმ სიგრძეზე.
ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფილია სოფლების - ფერსათისა და ვარციხის 250 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.
2012 წლიდან იმერეთის მხარეში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 17 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად წყალუზრუნველყოფილია სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 13765 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 4450 ჰექტრამდეა გაზრდილი.

ბეჭდვა