კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის
მიწოდება შეუწყდება.
კონკრეტულად, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 02 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის, სოფელი ჭალის, სოფელი ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის, სვანების დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, ქვემო მელითონეთა დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, ქინძმარაულის, ჟორდანიას, ღოღობერიძის, სადგურის და ვაგზლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
