ხულოს რაიონის გამგეობაში პროგრამა "ENPARD III"-ის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
ხულოს რაიონის გამგეობაში პროგრამა "ENPARD III"-ის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
15:10 13.07.2017
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მცირე დარბაზში, დღეს ENPARD III (სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში) პროგრამის მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობების, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ამაგის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს შორის შეხვედრა მოეწყო.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას ENPARD III-ის შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, რა დროსაც ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები, არსებული პრობლემები გამოიკვეთა და მათი ერთობლივად გადაჭრის გზები დაისახა. შეხვედრას გამგებლის პირველი მოადგილე ლაშა ბოლქვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე ესწრებოდნენ.

ბეჭდვა