თბილისის ნაწილს დღეს შუქი გაეთიშება
თბილისის ნაწილს დღეს შუქი გაეთიშება
09:03 29.06.2012
თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 16 საათამდე ზემო ვეძისის  დასახლების, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, ნუცუბიძის, ჟღენტის, მარგიანის, ქავთარაძის, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ამავე პერიოდში ენერგომომარაგება ლოტკინის სანერგე მეურნეობის დასახლების, ორბეთის, ნაქალაქევის, წერონისის და მიმდებარე ქუჩებს, ხუდადოვის, კელაპტრიშვილის, მესხის, სტურუას, ღუდუშაურის და მიმდებარე ქუჩებს, გლდანის ხევის დასახლების, კაჭარავას, ანდრონიკაშვილის, ჯანჯღავას და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
ელექტროენერგია 10-დან 17 საათამდე როსტოვის, თეთნულდის, კიკვიძის, მიჩურინის, ნორიოს აღმართის, ქინქლაძის, ყირიმის, წინამძღვრიშვილის ნაწილს, მარჯანიშვილის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ენერგომომარაგება ვაზისუბნის I მიკრორაიონის ნაწილს, ბეთანიის, განთიადის, სომხეთის, ნიაბის, გალავნის და მიმდებარე ქუჩებს, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ალმასიანის, ბერბუკის, ალექსეევკის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
10-დან 18 საათამდე შუქი გურამიშვილის გამზირის ნაწილს, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის ნაწილს, გვაზაურის, ზედამზის, გორდის, თოდრიას და მიმდებარე ქუჩებს, სანაპიროს, ვირსალაძის და მიმდებარე ქუჩებს, ვარკეთილის-3 IIIა მიკრორაიონის ნაწილს, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს ნაწილს, ქინძმარაულის, ჭირნახულის და მიმდებარე ქუჩების აბონენტებს გაეთიშება.
ელექტროენერგია 11-დან 18 საათამდე კი, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კმ ნაწილს, ჭიაურელის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.

ბეჭდვა