კიკვიძის ბაღთან პოლიციამ კიდევ სამი პიროვნება დააკავა
კიკვიძის ბაღთან პოლიციამ კიდევ სამი პიროვნება დააკავა
16:23 25.02.2012
რამდენიმე წუთის წინ, კიკვიძის ბაღთან პოლიციამ ახალგაზრდული ორგანიზაციების სამი წევრი - მიშა მესხი, გიორგი აფხაიძე და გიორგი ფარესაშვილი დააკავა.  მათი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. კიკვიძის ბაღთან ამ წუთებში შეკრებილია მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი კიკვიძის ბაღში ხეების გაჩეხვის პროცესს აპროტესტებენ. მანამდე პოლიციამ კონსერვატიული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავა. 
ბეჭდვა