დედაქალაქის გარკვეულ უბნებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით,
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა თამარ მეფის გამზირის, ნინოშვილის, ფოცხვერაშვილის, ბერი გაბრიელ სალოსის, ჩოლოყაშვილის, აბუსერიძე-ტბელის, აჰმედ ჯავადის, ახალშენის, ძმები კაკაბაძეების, ბარნოვის, გურიის, ზანდუკელის, სადგურის, გულიას, მტკვრის, სამტრედიის, აგლაძის, ბაღის და სიმონ ჩიქოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ნუცუბიძის პლატოსIV მიკრორაიონის 38ა კორპუსის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და ქავთარაძის ქუჩის,
10 საათიდან 16 საათამდე საბურთალოს და სულხან ცინცაძის ქუჩების, 11 საათიდან 18 საათამდე სოფელი დიდი ლილოს, 12 საათიდან 13 საათამდე ალექსანდრე დიუმას, პუშკინის და კოტე აფხაზის ქუჩების, ხოლო 11 საათიდან 14 საათამდე გლდანის მასივის III მიკრორაიონის, მუხიანის II მიკრორაიონის IX კორპუსის და ხიზაბავრის ქუჩის №5 მაცხოვრებლები.
