დედაქალაქის გარკვეულ უბნებს და დასახლებებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასაის“
ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის, თამარაშვილის, წყნეთის, ყიფშიძის (ნაწილობრივ), რამიშვილის ჩხიკვაძის, ურეკის, საჩხერის, ცოდნისკარის, შატილის, ბარამიძის, სადმელის, კაკაბაძის, ამირანაშვილის, ველისციხის, სიხარულიძის, გარიყულის, თიანეთის, ჟღენტის, ჭონქაძის, ლერმონტოვის, დავითაშვილის, ამაღლების, ხვანჭკარის, გორგასლის, ტყიბულის და მაღალაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მუხიანის აგარაკების, გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, ხიზანიშვილის, ქერჩის და ღების ქუჩების, 11 საათიდან 15 საათამდე ზარზმის და წყალსადენის ქუჩების, 10 საათიდან 17 საათამდე საირმის, ჭიაურელის, თუმანიშვილის, ნიკოლაძის, შარაშიძის, მელიქიშვილის, შიო მღვიმელის, ფანასკეტრელ-ციციშვილის და ბახტრიონის ქუჩების, 12 საათიდან 17 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის, 11 საათიდან 17 საათამდე აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჯავახეთის შესახვევის, ჯავახეთის, წინამძღვრიშვილის და კლდიაშვილის ქუჩების, ხოლო 12 საათიდან 15 საათამდე ნავთლუღის II დასახლების და ლორთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებლები.
