აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა დღეს აჭარაში 2015-2016 სასწავლო წლის ოქროს მედალოსნები
დააჯილდოვა.
საზეიმო ცერემონიაზე პატარაძემ მედალოსნებს სკოლის საუკეთესო შედეგით დამთავრება მიულოცა და წინსვლა და წარმატებები უსურვა.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროს და ვერცხლის მედლები ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგაშამილიშვილმა და უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა გადასცეს.
,,ჩვენს სტუდენტებს, ჩვენს მედალოსნებს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. ვუსურვო წარმატებები. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს რეგონს ჰყავს ბევრი განათლებული ახალგაზრდა. ეს არის ჩვენი მომავალითაობა, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის და წარმატებისთვის. მითუმეტეს დღეს, როცა საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებულ ნაბიჯებს დგამს,ამოქმედებულია უვიზო მიმოსვლა და ახალგაზრდებისთვის არსებობს უამრავი საინტერესო პროგრამა და გამოცდილების გაზიარების საშუალება. ჩვენ გვჭირდება განათლებული მომავალი თაობა, ამიტომაც, მათმაქსიმალურად უნდა გამოიყენონ არსებული შესაძლებლობები, გააგრძელონ სწავლა, მიიღოთ ევროპული განათლება, რადგან ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისმომავლისათვის. კიდევ ერთხელ, ვულოცავ დღევანდელ დღეს ყველა მედალოსანს და ვუსურვებ წინსვლასა და წარმატებებს“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
ოქროს მედლის მფლობელი 166 კურსდამთავრებული, ხოლო ვერცხლის მედლის კი - 92 კურსდამთავრებული გახდა. მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ეროვნული სასწავლო გეგმითრეგულირდება. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროსმედალოსნის ატესტატს. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლებისვერცხლის მედალოსნის ატესტატს.
პროექტს „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლებით დაჯილდოების ქვეპროგრამა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს და მისი მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისწახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა.
