დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს.
როგორც "ნიუსპრესს" "თავისუფალი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა ალეკო შალამბერიძემ განუცხადა, ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება.
"კონსერვატიული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დღეს კიკვიძის ბაღში დააკავეს. მას სავარაუდოდ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, პოლიციის მითითების შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული წესით გაასამართლებენ.
