საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რაჭა-ლეჩხუმის
რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამბროლაურის პროფესიული კოლეჯი „ერქვანი“ მოინახულა, სასწავლო პროცესს გაეცნო, სტუდენტებს შეხვდა და კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა.
კოლეჯში რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, სხვადასხვა დარგის კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება ხორციელდება და მსურველებს მაღალი ხარისხის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს და ტრენინგ-კურსებს სთავაზობს. ასაკის შეუზღუდავად, კოლეჯში ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაეუფლოს ახალ პროფესიას ან, აიმაღლოს კვალიფიკაცია და დასაქმდეს. „ერქვანში“ ბუღალტერ-ტექნიკოსის (მოდულური პროგრამა), მეღვინის, ტრაქტორისტ-მემანქანის, ვეტერინარიული მომსახურების სპეციალისტის, იუველირისა და მემინანქრის სპეციალობებს ეუფლებიან.
