ქარელის რაიონის სოფელი ცერონისი წყლით სრულად იქნება უზრუნველყოფილი
ქარელის რაიონის სოფელი ცერონისი წყლით სრულად იქნება უზრუნველყოფილი
15:59 05.07.2017
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის წყლით უზრუნველყოფა სრულად მოხდება.
სოფელ ცერონისში ჭაბურღილის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა. პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 41 499 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული ჭაბურღილით სოფელ ცერონისის 652 მოსახლე ისარგებლებს.
სამუშოებს „ამხანაგობა მშენებელი“ ასრულებს.

ბეჭდვა