აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო
კომისიის, 2017 წლის 4 ივლისის, რეკომენდაციით:
- ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სტიქიის შედეგად დაზარალებული 15 ეკომიგრანტი ოჯახის, ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში არსებულ ახალ სოციალურ სახლში ბინებს მიიღებენ.
- კომისიის რეკომენდაციით, ამავე მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 28-23 აპრილს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული 210 შენობის (176-კერძო სახლი და 9 კორპუსი) აღდგენისათვის, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 88,977 ლარი გამოიყოფა.
- ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში, ბარაკი N-32-ში მცხოვრები, ხანძრის შედეგად დაზარალებული 12 ოჯახის ფინანსური დახმარებისათვის 75 528 ლარი გაიცემა.
სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია, დასამტკიცებლად, უახლეოს დღეებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება.
