დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებს და დასახლებებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების
გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ლაღიძის ქუჩის, 10 საათიდან 19 საათამდე წყნეთის გზატკეცილის, 10 საათიდან 18 საათამდე გორგასლის შესახვევი №5-ის, 11 საათიდან 17 საათამდე აეროპორტის დასახლების და იუმაშევის ქუჩის, 11 საათიდან 13 საათამდე აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის და აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს შეეხება.
