სურსათის ეროვნული სააგენტო: ქართულ სუნელებზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს
სურსათის ეროვნული სააგენტო: ქართულ სუნელებზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს
23:07 30.06.2017
"სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან!

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. სააგენტო მუდმივად აწარმოებს მონიტორინგს და ლაბორატორიულ კვლევას"- ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დღეს გარკვეულმა ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ნიუ იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება ქართული წარმოების სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ, რაც, უწყების ცნობით, არის 2015 წლის ინფორმაცია და არავითარი საერთო არ აქვს დღევანდელ რეალობასთან.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან და ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში!

ბეჭდვა