დღეს კახეთის ხუთ რაიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის კერა განეიტრალდა
დღეს კახეთის ხუთ რაიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის კერა განეიტრალდა
21:18 30.06.2017
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 30 ივნისს დღის 12:07 საათიდან 16:54 საათამდე საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, ახმეტის და სიღნაღის რაიონებში რამდენიმე შიდამასიური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის კერა გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 60 ერთეულამდე რაკეტა.

უწყების ინფორმაციით, სეტყვის მოსვლის ალბათობა 100 % ს შეადგენდა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 40 მმ იყო. საგარეჯოს რაიონში სარაკეტო დამუშავება შეზღუდვების პირობებში განხორციელდა, რადგან საჰაერო სივრცეში საფრენი აპარატები იმყოფებოდნენ.
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას.


ბეჭდვა