თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას 6500-მდე ხე ეწირება
თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას 6500-მდე ხე ეწირება
21:05 30.06.2017
თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო 6500-მდე ხის მოჭრაა დაგეგმილი, მათ შორის წითელ წიგნში დაცული სახეობები. ხეების დიდი ნაწილი ამ დროისთვის უკვე მოჭრილია.

ინფორმაციას ამის შესახებ კავკასიის გარემოსადაცვითი ორგანიზაციების ქსელი ავრცელებს.

"არსებული ინფორმაციით, 2016 წელს თბილისის მერიის ნებართვებით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხესმიენიჭა დაზიანებულის სტატუსი. ამასთან, ნებართვების საფუძველზე მოჭრილი ხეების მთლიანი რაოდენობა არ გაზრდილა.2013 წლიდან 2016 წლის 16 აგვისტომდე სულ გაიცა 583 ნებართვა 3,552 ხის მოჭრაზე, საიდანაც დაავადებული იყო 827 ხე"-აცხადებენ გარემოსადამცველები.


ბეჭდვა