საგარეჯოს რაიონში სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები განეიტრალდა
საგარეჯოს რაიონში სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები განეიტრალდა
20:05 30.06.2017
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ საგარეჯოს რაიონში 587 კმ2 საერთო ფართობის შიდამასიური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 20 ერთეულამდე რაკეტა.

უწყების ინფორმაციით, საგარეჯოს რაიონის თავზე ღრუბლის მასებმა ჩამოყალიბება დღის მეორე ნახევრიდან დაიწყო. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 35 მმ იყო.

17:26 სთ-დან 17:57 სთ-მდე ღრუბლები 20 ერთეულამდე რაკეტით დამუშავდა.
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის საშუალებით ეფექტური დამუშავების შედეგად ნალექსის სრული მასა აღნიშნულ რაიონში ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.

ბეჭდვა