პრემიერი: ბახმაროს ქალაქმშენებლობითი გეგმა ამ ადგილს ოთხი სეზონის კურორტად გადააქცევს
პრემიერი: ბახმაროს ქალაქმშენებლობითი გეგმა ამ ადგილს ოთხი სეზონის კურორტად გადააქცევს
11:45 30.06.2017
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ბახმაროს ქალაქთმშენებლობით გეგმას განიხილეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სხდომის დაწყების წინ დოკუმენტის შესახებ განმარტება გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ახალი ქალაქთმშენებლობითი გეგმა თანამედროვე ხედვებსა და მიდგომებს ითვალისწინებს, რაც კურორტის სწორი განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.

„ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი გამოდის დღეს მთავრობაზე, რაც ამ უნიკალურ კურორტს, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ზღვისა და მთის ჰავა, სადაც არის ულამაზესი ბუნებრივი ლანდშაფტი, ოთხი სეზონის კურორტად გადააქცევს. გეგმა განსაზღვრავს ბახმაროს კანონზომიერ განვითარებას ყველა იმ კომპონენტით, რაც უნდა გააჩნდეს თანამედროვე კურორტს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ბახმარო აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის დასასვენებელი კურორტი მცირე პერიოდით, არამედ 12 თვის განმავლობაში იქ იქნება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაძლებელს გახდის, ბახმარო იქცეს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ კურორტად," - განაცხადა პრემიერმა.


ბეჭდვა