თსუ-სა და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
თსუ-სა და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
10:30 30.06.2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას შორის დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და ტურიზმის სკოლის ხელმძღვანელი არჩილ ცინცაძე მოაწერენ. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“, მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლები, თსუ-ს სტუდენტები და პროფესორები დაესწრებიან.
ხელშეკრულების თანახმად, მხარეები დაგეგმავენ და განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს და ღონისძიებებს, ასევე ერთობლივ სასწავლო პროგრამებს.

ბეჭდვა