ხულოში საერთაშორისო ორგანიზაცია "NIMD"-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ხულოში საერთაშორისო ორგანიზაცია "NIMD"-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
15:11 29.06.2017
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მცირე დარბაზში დღეს საერთაშორისო ორგანიზაციის „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (NIMD) წარმომადგენლებმა გამგეობის, საკრებულოს თანამშრომლებთან, საჯარო სკოლების პედაგოგებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მიზანს ბათუმის დემოკრატიის სკოლის 2017 წლის პროგრამების პრეზენტაცია წარმოადგენდა.
(NIMD) არის ჰოლანდიური ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ოთხ ქალაქში დემოკრატიის განათლების პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში დემოკრატიის სკოლები, პოლიტიკური განათლების ცენტრები ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში ფუნქციონირებს.

დემოკრატიის სკოლები წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის 18 წლიდან.

გარდა სატრენინგო პროგრამისა კურსდამთავრებულები ასევე მონაწილეობას ღებულობენ ნიმდის მცირე გრანტების კონკურსში, ერთობლივ კონფერენციებში, დემოკრატიის ბანაკში და სხვა ღონისძიებებში.

ბათუმის დემოკრატიის სკოლა მსმენელების მიღებას წელს უკვე მეექვსედ აცხადებს. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 28 ივლისია.

ბეჭდვა