ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს წყნეთის საზაფხულო ბანაკს ეწვევა
ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს წყნეთის საზაფხულო ბანაკს ეწვევა
11:08 29.06.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს წყნეთის საზაფხულო ბანაკის მონაწილე მოსწავლეებს ეწვევა. წყნეთში მდებარე ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა ერთ-ერთი ლოკაციაა, სადაც ზაფხულის განმავლობაში (რამდენიმე ნაკადად, თითოეულ ნაკადში 250-250 მოსწავლე) 3000 მოსწავლე დაისვენებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკების პროექტი „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ 2017 წლის 21 ივნისს სწორედ წყნეთიდან დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბრამდე გაგრძელდება.


ბეჭდვა