საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, დღეს, სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივების განვითარების სააგენტო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას მართავს.
29 ივნისს თბილისში, 12:00 საათიდან დედაენის ბაღში გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან აგროპროდუქციის მწარმოებელი კოოპერატივები. გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინო, ჩაი, ყველი, ხილი და ბოსტნეული.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
