სამეგრელოს რეგიონში მცირე მეწარმეობის დასაწყებად გრანტი 70 დევნილს გადაეცა
სამეგრელოს რეგიონში მცირე მეწარმეობის დასაწყებად გრანტი 70 დევნილს გადაეცა
10:48 28.06.2017
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად სამეგრელოს რეგიონში გრანტი 70 დევნილს გადასცა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დევნილისთვის დაფინანსებული დაფნის საწარმო დაათვალიერეს.

აფხაზეთიდან დევნილმა ბესიკ ხუნწარიამ, გრანტის საშუალებით, დაფნის გადამამუშავებელი საწარმო აამუშავა და 10 ადგილობრივი დაასაქმა. დაფნის გადამუშავებისა და რეალიზაციის პარალელურად კი, სოფელ ხეთაში მაღაზია და თონე გახსნა.

საგრანტო პროგრამა ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 810,006 აშშ დოლარს შეადგენს. პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებენ. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით უკვე 475 დევნილი დაფინანსდა.

ბეჭდვა