ქარელში შიდამნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქარელში შიდამნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
09:02 28.06.2017
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოხისი-კოდავარდისუბნის გზის ასფალტირების სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნული პროექტი რეგიონული პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 1 318 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს შპს „იბოლია“ ახორციელებს.

ბეჭდვა