კრწანისში ქვეწარმავლების გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები ჩატარდა
კრწანისში ქვეწარმავლების გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები ჩატარდა
14:58 27.06.2017
თბილისის ტურისტულ ზონაში, ნარიყალასა და ლეღვთახევში, ქვეწარმავლების გავრცელების საწინააღმდეგოდპრევენციული ღონისძიებები ჩატარდა.

კრწანისის გამგეობისა და სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ერთობლივი აქციის ფარგლებში, აღნიშნული ტერიტორიები სპეციალური ხსნარით - რეპელენტით შეიწამლა.

შეწამვლის პროცესს ადგილზე ეცნობოდა კრწანისის გამგებელი. გიორგი კოპალეიშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები მთელი რაიონის მასშტაბით ტარდება.

„პრევენციული ღონისძიებებით ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ მოქალაქეთა და ვიზიტორთა უსაფრთხოება ქალაქში. ტერიტორიების რეპელენტით შეწამვლა-დამუშავება არის ქვეწარმავლებისგან დაცვის ყველაზე აპრობირებული მეთოდი და რაც მთავარია, ეს ნივთიერება საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის“, - აღნიშნა კოპალეიშვილმა.

მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში ქვეწარმავლების გავრცელება სეზონურად, ტემპერატურ მატებასთან ერთად დაიწყო, რის პარალელურადაც, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ზომებია მიღებული. ამასთან, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გამოძახება 112-ზე 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

ბეჭდვა