საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება
16:54 23.06.2017
მიმდინარე წლის 23 ივნისიდან „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრების უფლების მოპოვებაზე მორატორიუმი ცხადდება. მორატორიუმის მოქმედების პერიოდში ისინი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას ვერ დაარეგისტრირებენ.
იმ შემთხვევებზე, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე უკვე ფლობს საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, მორატორიუმის მოქმედება არ ვრცელდება და მიწა მფლობელის საკუთრებაში რჩება.
ცვლილების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება შეეზღუდათ
 უცხოქვეყნის მოქალაქეებს;
 საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს;
 უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.
მორატორიუმიძალაში იქნება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე.
შესაბამისი ცვლილებები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში შევიდა.


ბეჭდვა