თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
10:56 23.06.2017
თბილისის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მუშტაიდის მიმდებარე ტერიტორიის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

ბეჭდვა