დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
 დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
10:03 22.06.2017
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებსა და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ვაჟა-ფშაველას გამზირის, ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევის, პეტრე ქავთარაძის, დავით თავხელიძის, ზურაბ ანჯაფარიძის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ბეჭდვა