ხაშურში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შიდა ქართლის რეგიონალური ფორუმი გაიმართა
ხაშურში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შიდა ქართლის რეგიონალური ფორუმი გაიმართა
19:58 21.06.2017
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ ხაშურში, შიდა ქართლის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეგიონალურ ფორუმზე იმსჯელეს.
ფორუმს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობდა შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე სოსო ოქრომელიძე, შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი კოოპერატივების წევრები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა უწყებების, ასევე საფინანსო და სადაზღვევო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების შესახებ ისაუბრა და პროგრამებში კოოპერატივების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„რეგიონალური ფორუმების, როგორც არაფორმალური პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს და დაეხმაროს საქართველოში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მათ წინაშე არსებული პრობლემების გასაჯაროებასა და მათ გადასაჭრელად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში“ -აღნიშნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ზაქაიძემ.
ფორუმის მსვლელობისას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს განხილვებში.
რეგიონალური ფორუმების გამართვა დაგეგმილია საქართველოს ყველა რეგიონში, რომელიც ორგანიზებულია ENPARD - ის პროგრამის მიერ დაფინანსებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, რომელსაც კომპანია EVOLUXER ახორცილებს.
დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულია 96 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი მათ შორის გორში - 47, ქარელში - 10, ხაშურში -27, კასპში-12. მათი ძირითადი საქმიანობა მეფუტკრეობას, მემარცვლეობას, მეხილეობას და მებოსტნეობას მოიცავს.


ბეჭდვა