სოზარ სუბარი ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
სოზარ სუბარი ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
17:44 20.06.2017
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი იოჰანეს ფან დერ კლაუ ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მულტიეთნიკური ხელოვნების კონცერტს დაესწრნენ.
ამ დღესთან დაკავშირებით, „გარდენ ჰოლში“ თავშესაფრის მაძიებელთა, ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში საქართველოში მცხოვრებმა სხვადასხვა ეროვნების მოზარდებმა, ლტოლვილმა და დევნილმა ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა.
გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული სპეციალური რეზოლუციით, 2001 წლიდან, ყოველი წლის 20 ივნისს ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ბეჭდვა